მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკისა და კომპანია "მენატების" ყოფილ მართველს პლატონ ლებედევს. შესაბამისად სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა, რომელმაც მათი პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელება 2010 წლის 17 ნოემბრამდე მოითხოვა. ბოლოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 17 აგვისტომდე იყო გაგრძელებული.
ხოდორკოვსკისა და ლებედევის ადვოკატები მათ პატიმრობაში ყოფნას ანგარიშწორებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არავითარი საფუძველი სასამართლოს ამ სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა არ გააჩნდა.