11 ნოემბერს ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებათა მორიგი, მერვე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებებზე ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის თავმჯდომარის ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე დღის წესრიგში დგას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებისა და საფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება. ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ ყოველივე ეს მიმართულია შემდგომში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისაკენ.
"მცირე ხნით ადრე მხარეებმა უკვე წარმოადგინეს თავისი პროექტები, თუმცა 21 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეთა ცხინვალში ვიზიტის შემდეგ ჩვენს მიე შემუშავებულ პროექტში მცირედი ცვლილებები შევიდა. მოლაპარაკებებზე აუცილებლად განვიხილავთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დევნილთა და ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი და დასძენს, რომ აღნიშნული შეხვედრა გადამწყვეტი უნდა იყოს.
"იმიტომ რომ წინა შეხვედრებზე საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ-სა და საქართველოს წარმომადგენლები სერიოზულად არ აღიქვამდნენ რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მტკიცებას იმის შესახებ, რომ საქართველო აგრესორია. ყველა ტალიავინის დასკვნას ელოდებოდა. ახლა კი ანგარიში უკვე გამოქვენებლი და გავრცეებულია და მასში ყველაფერს თავისი სახელი ქვია. რათქმაუნდა ანგარშის მიმართ ჩვენ გვაქვს პრეტენზიები მაგრამ მტთავარი უკვე ნათქვამია _ ომი სააკაშვილმა დაიწყო", _ აცხადებს ჩოჩიევი.