რამზან კადიროვის მიერ ჩეჩნეთშის მოკლული ბოევიკის საქართველოს მოქალაქედ მოხსენიებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
არეშიძე მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული არ იყო მორიგი ფანდი, შესაძლოა, მოკლული ბოევიკი ქისტი იყოს.
"ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. საქართველოს მოქალაქე შესაძლოა ქისტი ყოფილიყო. არის რამოდენიმე ქისტი რომელიც იქეთ მხარეს იბრძოდა და გარდა ამისა ეს შეიძლება ყოფილიყო მორიგი ფანდი იმისათვის რომ საქართველოს ყურადღება მიექცეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა რომ აჩხოი-მარტანის რაიონში მოკლული ბოევიკი საქართველოს მოქალაქე 1980 წელს დაბადებული როლანდ მაჩალიკაშვილი იყო.
"შემთხვევის ადგილას ნაპოვნია მის სახელზე გაცემული პასპორტი", _ განაცხადა კადიროვმა და დასძინა, _ "ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბოევიკების რიგებში მეზობელი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა. ეს მიანიშნევბს, იმაზე, რომ უცხოელების მცდელობა შეაღწიონ ჩრდილოეთკავკასიის რეგიონში ტერაქტების მოსაწყობად, სამხედრო მოსამსახურეებისა და მილიციის წინააღმდეგ ცეცხლის გასახსნელად გრძელდება".