გორში ნავთსადენის ქუჩის გაზიფიცირება დასრულდა. გაზიფიცრების სამუშაოებს, რომელიც ქუჩის დაახლოებით 250 მეტრიან მონაკვეთზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა შპს ,,გორიგაზმშენი" ახორციელებდა. გაზიფიცირება პროცესი 8 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც დაახლოებით 17 ოჯახს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება.
,,გესმით, ალბათ, როგორი რთულია ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრება. ჩვენთვის უგაზობა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. თითქმის 20-25 წელია ბუნებრივი აირით არ გვისარგებლია. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დღეს ეს საკითხი მოგვარებულია"- განაცხადა ქუჩის მაცხოვრებელმა ზაურ სურამელმა
2008 წელს განხორციელებული პროექტით დარჩენილი ნავთსადენის ქუჩის 250 მეტრიანი მონაკვეთის გაზიფიცირება მიმდინარე წლის 31 ივლისს დაიწყო, რისთვისაც თანხა გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.