მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილი ხელისუფლებას, თავისი მიმართვით სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას სთხოვს.
"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს 15-ვე წევრი, გენერალურ დირექტორთან ერთად უნდა გადადგეს და საზზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გადაეცეს ხალხს",- აცხადებს მგალობლიშვილი.
მისივე განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამარცხვინო მოსყიდული ტელევიზიაა.