საქართველო ყველაზე ენერგეტიკულად დაცული ქვეყანაა, ამ რეგიონის არანავთობმწარმოებელი და არაგაზმწარმოებელ ქვეყნებს შორის. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მტკვარიჰესის" მშენებლობის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლისას.
"ყველამ ნახა რა მოხდა შარშან ზამთარში და რა დღე აყარა რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპას. მათ შორის ზოგიერთ მათგანზე შური იძია საქართველოს მხარდაჭერის გამო. პირაპირ ეუბნებოდნენ პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს _ ჩახვედით საქართველოში? აჰა თქვენ გაძვირებული გაზი. დაუჭირეთ მხარი ქართველებს? აჰა თქვენ გადაჭრილი გაზის ხაზები. ჩვენ ვერ გადაგვიჭრეს, იმიტომ რომ ამის თავი არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო ოთხი წელი ვემზადებოდით იმისათვის, რომ მათ არასოდეს ჰქონოდათ საშუალება საქართველოს ელექტროენერგიის და გაზმომარაგების დაბლოკვისა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.