ჩეჩნეთში მოკლული ბოევიკი საქართველოს მოქალაქე იყო. ამის შესახებ მედიას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განუცხადა.
"ის არის საქართველოს მოქალაქე 1980 წელს დაბადებული როლანდ მაჩალიკაშვილი", - განმარტა კადიროვმა.
"შემთხვევის ადგილას ნაპოვნია მის სახელზე გაცემული პასპორტი", _ განაცხადა კადიროვმა და დასძინა, _ "ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბოევიკების რიგებში მეზობელი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა. ეს მიანიშნევბს, იმაზე, რომ უცხოელების მცდელობა შეაღწიონ ჩრდილოეთკავკასიის რეგიონში ტერაქტების მოსაწყობად, სამხედრო მოსამსახურეებისა და მილიციის წინააღმდეგ ცეცხლის გასახსნელად გრძელდება".
მისი თქმით, სამართალდამცავებმა დაზვერვითი-სამძებრო ღონისძიების დროს, აჩხოი-მარტანის რაიონის ტყეში შეიარაღებული ბოევიკი აღმოაჩინეს.
"ის არ დაემორჩილა სპეცსამსახურების თანამშრომლების ბრძანებას იარაღის დაყრასთან და ღია ტერიტორიაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. შეტაკების შედეგად უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი განადგურებულია" , - განაცხადა კადიროვმა.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები