საქართველოს მთავარი ამოცანა დღეს არის მწარმოებელ-ექსპორტიორ ქვეყანად ქცევა. ამის შესახებსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მტკვარიჰესის" მშენებლობის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,
"საქართველო მტერს ვერც იარაღის რაოდენობაში ვერ შეეჯიბრება, იმიტომ რომ იმდენი იარაღი მათ რომ აქვთ, საერთოდ არ დაეტევა ქართულ მიწაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბევრად უკეთ შენება და ბევრად უკეთ განვითარება, თავაწეული სიარული. ჩვენი ამოცანა ამ ჰიდროელექტროსადგურით არის არა მხოლოდ საქართველოს განათება, საქართველოსა და მთელი რეგიონის გამოყვანა სიბნელიდან, არამედ კვალიფიციური, მაღალი დონის სპეციალისტების გამოყენება, ამ სპეციალისტების განვითარება და ახლის წარმოქმნა და საქართველოს მწარმოებელ-ექსპორტიორ ქვეყანად ქცევა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, იმ პროდუქციას რომელსაც "მტკვარიჰესი" შემნის გასავალი ექნება ყოველთვის, "იმიტომ, რომ მსოფლიოს სჭირდება ენერგია და ამ ენერგიის მწარმოებელი უნდა იყოს საქართველო".