ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 83:76 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემნდეგ საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარკოშვილი იყო. მის ანგარიშზე 23 ქულა და შვიდი მოხსნაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოთხ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა, კერძოდ, ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მატში პოლონეთის ნაკრები ანგარიშით 84:65 დაამარცხეს. მეორში კი ქართველი კალათბურთელები ბელგიის ნაკრებთან (64:74) დამარცხდნენ, მესამე მატჩში კი კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გუნდმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 73:57 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
საქართველოს ნაკრები: ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ტორინ გრინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და თორნიკე შენგელია.