საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამათულ აქციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არ შეცვლილა.
"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უნდა მიეცეს ქართულ მედიას თავისუფლება სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საქართველოში აქციები ვერ დასრულდება",- განაცხადა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი ერის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.