"ახალი ტალღის" დაწყებაა და ეს ტალღა არ დამთავრდება სანამ სააკაშვილი არ წავა, _ განაცხადა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე.
"დღეს აქ ვართ იმისთვის რომ მოვითხოვოთ მედიის თავისუფლება, საქართველოში უნდა აიკრძალოს ქართველის მიერ ქართველის დაჩაგვრის ფაქტი. აქციები არ გაჩერდება სანამ სააკაშვილი იქნება ქვეყნის სათავეში. როდესაც რაღაც გინდა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ერთხელ არ გამოგივა აუცილებლად მეორეჯერაც უნდა ცადო, სხვანაირად სახელმწიფო ფეხზე ვერ დადგება",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე განცხადებით, დღევანდელი მთავრობის დანაშაულია ის, რომ დღეს საქართველოში ქართველი ხალხისთვის არაფერი კეთდება და ყველა ქართველი თავშესაფარს სხვა ქვეყანაში ეძებს.