რუსეთში ჯავახეთის დიასპორა საქართველოში ეროვნებათა საქმეთა სამინისტროს შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"სომხური დიასპორის არა ერთი თხოვნის, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, ასევე, მიუხედავად სხვა და სხვა პროგრამებისა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან ასპექტებს, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისადმი არც ერთი წამოწეული პროგრამა დღემდე არ გადაწყვეტილა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავითარ რეაქცის არ იწვევს მრავალრიცხოვანი სტატიები და პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავს არასამთავროების კვალიფიციურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, ასევე უფლებებისა და თავისუფლების დამცველი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. საქართველოში მოქმედ ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს დაინახოს და გაიგოს არსებული პრობლემები. უფრო მეტიც, იგი არ აღიარებს ეროვნული უმცირესობის არსებობას. გაცხადებული სენტენცია _ "საქართველოში არ არიან ეროვნული უმცირესობები, არიან სხვა და სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეები", არის ასიმილირების ღია ფორმა, რომელიც ჩინოვნიკებს უფლებას აძლევს გაატარონ ასიმილაციისა და დისკრიმინაციის პოლიტიკა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ეროვნული უცმირესობების საკითხით დაკავებულია მხოლოდ მისი ერთი მრჩეველი, შეუძლებელია გადაწყდეს დაგროვილი პრობლემები. ჩვენ ჯავახეთის რუსული დიასპორა მოვითხოვთ შეიქმნას საქართველოს ეროვნებათა საქმეების სამინისტრო", _ ნათქვამია განცხადებაში.