"სანამ ერთი ქართველი მაინც არის უმუშევარი და სანამ ერთი ოჯახი მაინც არის ღარიბი მე ერთი წუთით არ შევჩერდები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო "მტკვარი ჰესის" მშენებლობის საფუძვლის ჩაყრაში.
მისივე თქმით, ღამითაც და დღითაც საქართველოში არც პრეზიდენტს და არც მთავრობას არ ექნება დასვენების საშუალება, ვიდრე საქართველოში ყველა არ დასაქმდება და ვიდრე საქართველოში ყველსა არ გამოვა სიღარიბიდან. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს სამცხე-ჯავახეთში "მტკვარი ჰესის" მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალზე გააკეთა და "მშენებლობას" საქართველოს მდგომარეობიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება უწოდა.
"საქართველო არ არის ვიღაცის პროვინცია. არაერთხელ მითქვამს, ჩვენ არა ვართ არც რუმინეთი და არც ბულგარეთი, არც ახალი ქვეყნები _ ბალტიის ქვეყნები. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ისინი როდესაც ევროპაში მიიღეს საითკენათ ჩვენც მივისწრაფვით, მაინც რჩებოდა ზოგიერთებს ჩრდილი იმისა, რომ ესენი ევროპის შორეული პროვინცია იყვნენ. საქართველო არ არის პროვიონცია. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან ინტეგრაციას და თანამედროვე, სტაბილური და თავისუფალი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას და ჩვენ ვართ ამ რეგიონის ცენტრი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.