ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. ხუბუამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აკადემიური საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
აკადემიური საბჭოს სხდომა მოულოდნელად საგანგებოდ ჩაინიშნა.
სხდომა ჩატარდა ბოლო დროს ხუბუას გარშემო ატეხილ სკანდალთან ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით.
რამდნიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუამ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გიორგი ხუბუას განცხადებით, იყო ინფორმაციები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორი წიგნებს იპარავს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულები არიან უნიკალური წიგნების ბიზნესში. ხუბუამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და განაცხადა რომ მან თავად მიმართა სამართალდამცავებს წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით.
ხუბუამ იმავე დღეს უპასუხა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს უნივერსიტეტის ტენდერში გაამარჯვებინა იმ კომპანიას, რომელმაც სამშენებლო მასალები მშენებარე სახლისათვის აჩუქა. მან ამ ბრალდებასაც "აბსურდული" უწოდა და განაცხადა, რომ აგარაკი სოფელ ნავზარაანთკარში და არა წყნეთში ან სადმე სხვაგან რვა წლის წინ შეიძინა და აბსურდია, თითქოს სამშენებლო მასალების ჩუქების გამო გაიმარჯვა უნივერსიტეტის ტენდერში კომპანია "GIთ". მისი განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორს ტენდერთან არანაირი კონტაქტი და არანაირი შეხება არა აქვს, სხვა ფუნქციები აქვს დაკისრებული.