მსოფლიოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა, _ ამის შესახებ ნათქვამია შრომოს საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში.
მოხსენების მიხედვით, 2009 წლის ბოლოსთვის უმუშევრობა 15-25 წლის ასაკის ადამიანებში 81 მლნ ადამიანი შეადგინა. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წლის სტატისიკით აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.
მოხსენების ერთ-ერთი ავტორის სარე ელდერის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გახლდა.
კრიზისალმდელ პერიოდში, საუბარია 2005-2007 წლებზე, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებდა.
მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ახალი "დაკარგული თაობა", რომელსაც არ გააჩნია დასაქმების შესაძლებლობა, კარგავს მომავლის იმედს და ის აგრესიული ხდება. ამავდროულად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც დასაქმებულნი არიან, მაგრამ ვერ ახერხებენ საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას 152 მლნ შეადგენს.
2009 წელს გოგოებს უფრო მეტად უჭირდათ სამსახურის პოვნა, ვიდრე ბიჭებს. უმუშევრობა გოგოებს შორის 13,2 % შეადგინა, ბიჭებში კი 12,9 %-ი.