საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში "მტკვარი ჰესის" მშენებლობის საფუძვლის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა მშენებლობის გახსნაზე ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს არის დღე ახალი დიდი მშენებლობის დაწყებისა საქართველოში. და ეს არის ყველაზე დიდი მშენებლობა მას შემდეგ რას საქართველო არის დამოუკიდებელი. ომის შემდეგ ერთი წლისთავზე, სოფლიო კრიზისის ფონზე, იმ ფონზე როდესაც მთელს რეგიონში ყველაფერი გაჩერებულია და იმ ფონზე როდესაც საქართველო მცირე ხნის წინ მთელს მსოფლიოს ჰქონდა ჩამოწერილი და მას შემდეგ რაც მტერს ეგონა, რომ ჩვენ გავთავდით და ხელები ჩამოვუშვით აქ ამ ხეობაში, რომელიც ტრადიცილუად იყო საქართველოს დაცვის მთავარი კარიბჭე ხორციელდება საქართველოს დასაცავი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და სამცხე-ჯავახეთში "მტკვარი ჰესის" მშენებლობის დაწყებას "დიდი აღმშენებლობის დასაწყისი" უწოდა.
"დღეს სამი ქართული კომპანიის კონსორციუმი ახორციელებს ამ მშენებლობის დაწყებას და ესენივე დაამთავრებენ. ეს არის უცხოური ინვესტიცია და უცხოური ინვესტიცია მიდის იქ სადაც მთავრობა არის სტაბილური, პოლიტიკური სიტუაცია არის სტაბიკური და ქვეყანას აქვს ლიბერალური გარემო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე.