განათლების მინისტრის მოსადგილე კოკა სეფერთელაძემ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ორმხრივი მემორანდუმი გააფორმეს. ორი სტრუქტურის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდება მათ შორის ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში გაცვლა.
საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ კი ამავე მოწმობაზე ატესტატისა და დიპლომების შესახებ ინფორმაციასაც განათავსებენ.