სენაკი-აბაშის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
არიან დაშავებულებიც. დაზიანებები მიიღო გარდაცვლილი ბავშვების დედამ 24 წლის რიტა გულბანმა და მისმა მამა მურმან გუბანმა.
დაზარელებულები ქუთაისის კლინიკურ სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმები ამბობენ, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვოლცვაგენი მარკის ავტომობილში რვა ადამიანი იჯდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზიდან გადავიდა, თხრილში ჩავარდა ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.