ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანენ. საუბარია "იმედის" ჟურნალისტებისთვის 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურების და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის მოთხოვნაზე.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, უკვე შემუშავებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველ სასამართლოში გამართულ პროცესამდე მივა.
მისი თქმით, წინამდებარე ეტაპის გავლას მაქსიმუმ 6 თვე დასჭირდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "იმედის" ყოფილი თანამშრომლები, ადვოკატებთან ერთად, სახალხო დამცველის ოფისში მსჯელობენ.
ტელეკომპანია "იმედისა" და ნებისმიერი სხვა მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომელიც 7 ნოემბერს დაზარალდა და სურს საკუთარი საქმე გამოიძიოს, შეუძლია, წარმოადგინოს საკუთარი მონაცემები, რომლებიც შემდგომ სტრასბურგში გაიგზავნება.
ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" გაუწევს.