ა
დღეს, 12 აგვისტოს გორში ცენტრალურ სტადიონზე ,,ღია სახალისო ფეხბურთის" სკოლა სხვადასხვა სპორტული თამაშებით გაიხსნა.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თამაშები გორში 5 დღეს გასტანს. ხვალ თამაშებს დაეწრებიან უეფას წარმომადგენლები: პროგრამის ინიციატორი და ხელმძღვანელი ანდრეს ლევინსენი, ამიერკავკასიის კოორდინატორი ვალერი ჩოლარია და საქართველოს კოორდინატორი ბადრი ქარქაშაძე. ასევე დანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჰენინგ კურლენდი, დანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
,,ღია სახალისო ფეხბურთის" პროგრამა საქართველოში 2003 წლიდან უეფას ეგიდით მუშაობს და დიდი და პატარა ქალაქების 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს. წელს პირველად აღნიშნულ პროგრამაში კონფლიქტის ზონიდან დევნილი, ინვალიდი, უნარშეზღუდული და ძნელად აღსაზრდელი 300 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.
,,სახალისო ფეხბურთის" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს, ხოლო თამაშების საჭირო ინვენტარით მომარაგებას პროგრამის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.