თურქმენეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი ნავთობის გატარება დაიწყო.
~თუქმენული ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გატარებასთან დაკავშირებით შეთანხმება ივლისში გაფორმდა. ამ ეტაპზე დღე-ღამის განმავლობაში ნავთობსადენი 800 000 ბარელ ნავთობს ატარებს, 4-5% თურქმენულ ნავთობზე მოდის~- განმარტავენ ნავთობსადენის ოპერატორ კომპანიაში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანს შეთანხმება გაფორმებული აქვს ყაზახეთთანც. მიმდინარე წლიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერებულია, თუმცა როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ტრანსპორტირება ყახაზეთის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახლდება.