დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტერიტორიაზე წინდა ივანე მხედრის სახელობის ტაძარი აკურთხეს.
ტაძრის მშენებლობა ძველი სალოცავის ადგილზე ორი წლის წინ დაიწყო. ეკლესიის აშენება შემოწირული თანხებით გახდა შესაძლებელი. ეკლესიის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. ტაძარი მოქმედი იქნება. პირველი წირვა დღეს, ახლადაშენებულ ტაძარში, გრემ-ნეკრესის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სერგიმ ჩაატარა.
საზეიმო წირვა-ლოცვას გრემ-ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.
"ჩვენ ვეცდებით ყველა ისტორიული სალოცავი აღვადგინოთ და ახალი ტაძრებიც ავაგოთ,"-განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ.