სასტუმრო "რედისონში" "კონსერვატიული პარტიის" მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა.
"კონსერვატორების" თქმით, ფილმი ეხება 6 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილ კრიმინალურ ფაქტებს.
"ფილმში წარმოვადგინეთ მხოლოდ ის კრიმინალური ფაქტები, რომლის პირდაპირი დასტურიც არსებობს. ზოგი თავად პრეზიდენტისა და მისი ჩინოვნიკების მიერ აღიარებული, ზოგი კი სხვადასხვა გზით აღიარებული. , რომ ამ პერიოდში ჩაიდინეს საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული თავისი ხალხის წინააღმდეგ", - აცხადებენ "კონსერვატორები".
ფილმი 8-წუთიანია და კონკრეტულ ეპიზოდსა თუ ფაქტს მოსდევს იმ მუხლის დასახელება სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
"კონსერვატორების" თქმით, თუნდაც ეს ფაქტები კმარა იმისათვის, რომ დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლოს გადაეცეს მათი საქმე.