უახლოეს დღეებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტ "ვირტუალური ტურის" პრეზენტაციას გამართავს. პროექტის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საიტზე, გათავსდება სპეციალური ბანერი, რომლის მეშვეობითაც ნებისმერ მსურველს აჭარის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ღისშესანიშოაბების დათვალიერება შეეძლება, რომელსაც თან დაერთვება ხმოვანი ანოტაცია, რათა დამთვალიერებელმა ყველაფრის აღქმა უკეთ მოახერხოს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დიასამიძემ განსაცხადა, "ვირტუალური ტურის" საშუალებით, დასვენების მსურველებს წინასწარ შეეძლებათ გაეცნონ იმ გარემოს სადაც სამომავლოდ თავის დასვენებას დაგეგმავენ.
პროექტ "ვირტუალური ტურის" განხორციელება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 10 ათასი ლარი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით აუდიოგიდი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე უკვე შეიქმნა.
აუდიოგიდში განთავსებულია ინფორმაცია აჭარის ღირშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლებისა და რეგიონის ისტორიის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ტურისტს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად, გიდის გარეშე მოინახულოს აჭარა და გაიგოს მისი წარსულისა თუ აწმყოს შესახებ.
აუდიო გიდის ელექტრონული ვერსია განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: უახლოეს დღეებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტ "ვირტუალური ტურის" პრეზენტაციას გამართავს. პროექტის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საიტზე, დაიდება სპეციალური ბანერი, რომლის მეშვეობითაც ნებისმერ მსურველს აჭარის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ღისშესანიშოაბების დათვალიერება შეეძლება, რომელსაც თან დაერთვება ხმოვანი ანოტაცია, რათა დამთვალიერებელმა ყველაფრის აღქმა უკეთ მოახერხოს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დიასამიძემ განსაცხადა, "ვირტუალური ტურის" საშუალებით, დასვენების მსურველებს წინასწარ შეეძლებათ გაეცნონ იმ გარემოს სადაც სამომავლოდ თავის დასვენებას დაგეგმავენ.