4-6 დეკემბერს ბულგარეთის ქალაქ ბურგრასის კონგრესის ცენტრში Marina Cape Vacation Complex -ში პირველი საერთაშორისო კონგრესი - "ინტერგრაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში" გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დამსაქმებელთა ასოციაციაშუი განუცხადეს, კონგრესი ორგანიზებული იქნება შავი ზღვის ინტეგრაციის და მდგრადი განვითარების ორგანიზაციის მიერ.
აღნიშნული კონგრესი იქნება საერთაშორისო პლათფორმა დიალოგისათვის, დებატებისათვის და გადაწყვეტილებების მიღებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის შავი ზღვის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კონგრესის მიზანია განიხილოს შავი ზღვის რეგიონის ყვალაზე მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე განხილული იქნება კულტურული ღონისძიებები, განათლების პროგრამები და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები ამ რეგიონში.
კონგრესის ძირითადი თემებია: ინტეგრაციის პროცესი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში; ტურიზმის განვითარება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში; ეკონომიკური განვითარება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში; სავაჭრო თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში; ქვეყნის როლი მდგრად განვითარებაში; შავი ზღვის რეგიონის რესურსები; ეკოლოგია შავი ზღვის რეგიონში: საფრთხეები და შესაძლებლობები.