დღეს, 12 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N32, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 9 800 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.50%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.30%-ით განისაზღვრა