აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ C-300 ტიპის რაკეტები რუსეთმა აფხაზეთში ორი წლის წინ განალაგა და აღნიშნული არ წარმოადგენს ახალ ამბავს. შესაბამისი განცხადება სახზელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ გააკეთა.
"ჩვენ არ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ განლაგდა თუ არა იქ ახალი კომპლექსები. ჩვენ ამას ვარკვევთ. თავად სიტუაცია არ არის ახალი ამბავი და ეს სისტემები რამოდენიმე ხნის უკან იყო განლაგებული", _ განაცხადა კროულმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთი კომპლექსი C-300 განალაგა.
მისი თქმით, კომპლექსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საჰაერო თავდაცვის საკითხებს გადაწყვეტს.