სომხეთის პრეზდენტის და პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი მაისში შედგება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა დღეს გამართულ ბრიფნგზე განაცხადა.
25-26 მაისს შედგება სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის თბილისში ვიზიტი, რათა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.
30-31 მაისს კი შედგება ოფიციალური ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ორი დღის შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა დააკმაყოფილა ფაშინიანის კანდიდატურა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე, ქვეყნის მმართველმა განაცხადა, რომ ძმური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის უნდა განვითარებულიყო, რადგან „ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და პარტნიორები".
„ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს სომხეთისთვის“ - განაცხადა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ ურთიეთობები ორ ქვეყანას შორის უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს მიუხედავად გეოპოლიტიკური ფაქტორებისა. ფაშინიანმა ასევე მოიწვია თავისი ქართველი კოლეგა, გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში და იმედი გამოთქვა, რომ იგივე მოწვევას თავადაც მიიღებდა ქართული მხარის მხრიდან.