12-28 აგვისტოს ბათუმში, ფიროსმანის ქ. # 14-ში, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "საუკეთესო ინდოეთიდან". 16:00-იდან 24:00 საათამდე გამოფენაზე შესვლა უფასოა.
გამოფენის ორგანიზატორია ინდოეთის საელჩო, ხოლო მხარდამჭერი ქ. ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და აჭარის დამსაქმებელთა ასოციაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სუვენირები, სანელებები, ავეჯი, ტანსაცმელი ინდოეთიდან.