ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება. აცხადებს აღნიშნულ სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილე ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი.
"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ე.წ. სამხრეტ ოსეთის დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში მიემგზავრება.
"ამის გამო იგი 10 ნოემბერს ქართული მხარის მიერ დასახელებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. წინასწარი შეთანხმებით სამუშაო ჯგუფების შეხვედრა 19 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. თუმცა ამ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ ჯერობით ზუსტად გადაწყვეტილი მაინც არ არის", _ აცხადებს ჩიგოევი.