დღეს, 7 ნოემბერს, ქარელში სპორტული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება. ტურნირში თბილისის, ყვარლის, ქუთაისის, კასპის, გორის, ხაშურისა და ქარელის ახალგაზრდა მოჭიდავეები მონაწილეობენ.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, ჭიდაობის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სპორტსმენები _ ოთარ თუშიშვილი, დავით პოღოსიანი და გიორგი გოგშელიძე.
ქარელის სპორტულ სკოლას რეაბილიტაცია ევროკომისიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით ჩაუტარდა. განახლებულ სკოლაში მოსწავლეები ჭიდაობის გარდა სპორტის სხვა სახეობებსაც დაეუფლებიან.