საქართველოში ებრაული კომპანია "აშტრომ ინტერნეიშენალის" საქმიანობას შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო დეპარტამენტი სწავლობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სანდო წყარომ აცნობა.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის პროექტის მთავარ მონაწილეს "აშტრომ ინტერნეიშენალს" პროექტს ატოვებინებენ, მიზეზად კი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფონდის _ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ხელმძღვანელმა გიორგი აბდუშელიშვილმა განუცხადა, კომპანია სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულებას ვერ ახერხებდა და კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველიც ეს გახდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას ედავება სახელმწიფო კომპანიას, თუმცა "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საკითხი ბიუჯეტის მიმართ მნიშვნელოვან დავალიანებას ეხება. Aამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციას "ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის" მიერ გასულ წელს "აშრტომის" მიმართ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ კომპანია შეუსრულებელი ვადებულებების გამო ცხრა მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შემდეგ კომპანიას, რომელსაც სხვადასხვა ვალდებულებები გააჩნდა, მის შესასრულებლად თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აწარმოებდა. ცაკლეული პროექტებიდან მიღებულ თანხებს სხვა პროექტებს ახმარდა.
სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტი, ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და პროექტის მთლიანი ღირებულებაა 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარია.
2009 წლის ოქტომბრისთვის კი გაფორმებული კონტრაქტების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის
პროექტში ასე გამოიყურება; ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ) _ კონტრაქტორი კომპანია `აშტრომ ინტერნეიშენელი~,
ხელშეკრულების ღირებულება 54 მილიონ 659 ათასი აშშ დოლარი.
სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ).- 33,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) _ 13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; _ კონტრაქტორი `პაპენბურგ/ბლექ სი გრუპი~.
სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია _ 8.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთი) _ 15 მილიონ 73 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) _ ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი; ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3 კილომეტრი) _ 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი; _ კონტრაქტორი აზერინსაათსერვისი~.