დღეს, 11 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 731-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.000%-ით, მაქსიმალური 14.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.843%-ით განისაზღვრა.