23 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე გამოტანილი იქნება ლიცენზიები 19 ობიექტზე.
გასაყიდი ობიექტებია: მარნეულში, სოფელ ახალ მამუდლოში, მდ. დებედაზე „შულავერის" ქვიშა, ხრეშის საბადო, საწყისი ფასით 54 627 ლარი; წალკაში, სოფელ კუშში, მდ. ხრამზე „კუშის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, საწყისი ფასით 15 366 ლარი; ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, „გურიანთის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, საწყისი ფასით 13 838 ლარი მცხეთაში, სოფელი ქსნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მტკვარზე „ძეგვის" ქვიშა, ხრეშის საბადო, საწყისი ფასით 13 409 ლარი;
წალკაში, სოფელ ჯინისში, „ჯინისის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება, საწყისი ფასით 10 191 ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის პირველ 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსული თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.