23 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე გამოტანილი იქნება 2 ობიექტი: ჯავახეთის ზეგანი ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის (ჭაფალა, ხრამული, კობრი) ლიცენზია, საწყისი ფასი 1 665 ლარი;
ასევე, ჯავახეთის ზეგანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე საღამოს ტბაზე თევზჭერის (კარასი, ხრამული, ჭაფალა) ლიცენზია, საწყისი ფასი 1 637 ლარი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, აუქციონში მონაწილეობაზე განცხადებები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.
აღნიშნულ ობიექტებზე ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წლით განისაზღვრება.