12-28 აგვისტოს ბათუმში, ფიროსმანის ქ.#14 ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "საუკეთესო ინდოეთიდან". გამოფენა გაიმართება 16.00-დან 24.00 საათამდე აღნიშნულ ვადებში და შესვლა უფასოა.
გამოფენის ორგანიზატორია ინდოეთის საელჩო, ხოლო მხარდამჭერი ქ.ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და აჭარის დამსაქმებელთა ასოციაცია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სუვენირები, სანელებები, ავეჯი, ტანსაცმელი და ეს ყველაფერი ინდოეთიდან. ასე, რომ ნებისმიერ ტურისტსა თუ ადგილობრივს საშუალება მიეცემა გაიცნოს და შეიძინოს ინდური პროდუქცია.