ENG / RUS       12+

კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ

რესპოდენტის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ. 

მისი თქმით, ლოკაციის გადაცემა 1 ლარად მოხდება.

„რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ მერია გეგმავს დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცემთ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: . .