აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილია" აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ბელორუსისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ლიდერების მიერ დაკავებული პოზიციით. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარული გამოცემა " Le Temps " ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში მიიჩნევს, რომ ბელორუსისა და ცენტრალური აზიის ლიდერებმა, ევროკავშირის ზეწოლის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯერ-ჯერობით არ აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
"ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული სტარტი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება მოვახდინოთ, ხოლო საერთაშორისო აღიარება თავის დროზე მოვა", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები