სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოს ბაყაყების ექსპორტის პოტენციალი გააჩნია.
"ქვეყნის 2009 წლის ექსპორტში ეგოტიკური დასახელებები გამოჩნდა და ამ მიმართუყლებით აქტიურად ვმუშაობთ რათა იმ პროდუქციას რასაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია ქვეყნიდან გავიტანოთ", _აცხადებს კვეზერელი.
მინისტრის განცხადებით, ქართულ ბაყაყზე მოთხოვნა ძირითადად ევროპის ბაზრიდანაა.
გურმანთა შეფასებით, ქართულ ბაყაყს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს და გემური თვისებებით ის განსხვავებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 250 ათას 500 ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი განხორციელდა, რამაც მთლიანობაში 4 ათას 175კგ შეადგინა.
2009 წლის განმავლობაში საქართველოდან 14 ათას 612 დოლარის ღირებულების ცოცხალი ბაყაყია გაყვანილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ცოცხალი ბაყაყის ექსპორტი მხოლოდ საფრანგეთში განხორციელდა. ბაყაყებზე მოთხოვნილება მაღალია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დასავეთ ევროპის ყველა ქვეყანებში, აშშ-ში, ავსტრიასა და სამხრეთ ამერიკაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ფრინველისა და ღორის გრიპის ასევე სხვა ვეტ-დაავადებების გავრცელების პარალელურად, ევროპაში ბაყაყაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მას თეთრი ხორცი აქვს და გემოთი ქათმის ხორცს ჰგავს. ზოგიერთები მის გემოს შემწვარ თევზს ადარებენ. ბაყაყის ხორცს შებოლოლი სახითაც ინახავენ და განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებსა და ალპინისტებში.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბაყაყების ექსპორტი 1960-1980 წლებში დაიწყო და, ყოველწლიურად, ცოცხალი და სპეციალიზირებული სახით საფრანგეთსა და იტალიაში 80 ტონა ბაყაყი გაქონდათ. ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე 1 კგ ბაყაყის ფასი 4-დან 6 დოლარამდეა.
ბაყაყისებრთა ოჯახი 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი, რომელიც ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად ბაყაყი დებს 9000-მდე ქვითირს. ტბის ბაყაყის თავკომბლების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;