7 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ-ივერიაში" გაიმართება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, პარტიების მიერ მომზადებული "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდის შესახებ პოლიტიკური დასკვნის წარდგენა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს გზის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ თავიანთ დასკვნებს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით. დასკვნები წარმოდგენილი იქნება დეტალურად, თითოეული სფეროს მიხედვით.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დასკვნების წარდგენას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსისის წარმომადგენლები.