რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქობულეთში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მომდინარეობს. სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თამაზ ნიკოლაიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯოდმარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად დაათვალიერა.
სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარზე ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ქალაქში წყლისა და კანალიზაციის ქსელის გაყვანა და სახლებთან მიერთების სამუშაოები. დაგეგმილია გამრიცხველიანებაც.
პროექტზე 80-მდე ადამიანი დასაქმდა და მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.