მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროები ყველაზე ძვირი მოსკოვშია, - ასეთი დასკვნა დადო კომპანია "ხოგგ რობინსონ გრუპმა", რომელიც ტურიზმის სექტორის კვლევას ყოველწლიურად ახორციელებს.
კვლევების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სასტუმროების სიძვრის კუთხით რუსეთის დედაქალაქი პირველი ადგილს იკავებს. ესპერტების კვლევის თანახმად, მოსკოვში სასტუმროს სტანდარტული ნომერის ფასი საშუალოდ 407 დოლარს შეადგენს.
სასტუმროთა სიძვრის კუთხით მოსკოვის შემდეგ, მეორე ადგილზეა ჟენევა, სადაც სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასი 316 დოლარია. სიძვირის კუთხით მესამე ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს, სადაც სტანდარტული ნომრის ფასი 313 დოლარია.