ბათუმის მერია პრივატიზაციის ახალ ტალღას იწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიიდან აცნობეს, მერიამ პირობებიან აუქციონზე 9 ობიექტი გამოიტანა.
მერიის ინფორმაციით, იყიდება ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. №7-ში მდებარე 36,5 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი: 73 000 ლარი; ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. №9-ში მდებარე 60,22 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი 120 000 ლარი; ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. №25-ში მდებარე 157,2 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი 314 000 ლარი; ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. №40-ში მდებარე 43,55 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი 86 000 ლარი; ბათუმში, ქუთაისი/კოსტავას ქ. №8/5-ში მდებარე 245,7 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი განისაზღვრა 490 000 ლარი; ბათუმში, ქუთაისის ქ. №11-ში მდებარე 165,06 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი განისაზღვრა 330 000 (სამას ოცდაათი ათასი) ლარი, ,,ბე"-ს ოდენობა: 50 000 ლარი; ბათუმში, ქუთაისის ქ. №12-14-ში მდებარე 236,2 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი განისაზღვრა 472 000 ლარი;. ბათუმში, ქუთაისი/კოსტავას ქ. №8/5-ში მდებარე 35,3 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი განისაზღვრა 70 000 ლარი; ბათუმში, ვ. გორგასალის ქ. №3-ში მდებარე 177,24 კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საწყისი ფასი განისაზღვრა 354 000 ლარი;
აუქციონის ბათუმის მერიაში 3 სექტმებრისთვისაა დაგეგმილი.