თბილისი.06.11.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი ვებგვერდი აქვს. ინტერნეტმომხმარებელს წწწ.გეონოც.ორგ.გე საშუალება ექნება, გაეცნოს ინფორმაციას ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაზე, მის აწმყოსა თუ მდიდარ ტრადიციებზე.
"ჩვენი სპორტის მდიდარ ისტორიაზე ბევრი გვსმენია, მაგრამ ყოველთვის გვრჩება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რადგან ვიდეო- და ფოტოარქივი საკმაოდ მწირია. ვებგვერდი ამ საკითხზედაც აქტიურად იმუშავებს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ეტაპობრივად აღდგება ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტებიც.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიმართავს ყველას, ვისაც მოეპოვება საინტერესო მასალა, მიაწოდონ ოლიმპიურ კომიტეტს და ისინი ვებგვერდის მეშვეობით დაინტერესებული პირებისთვის განხდება ხელმისაწვდომი.
ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტ ვახტანგ გეგელიას განცხადებით, ვებგვერდი 200-მდე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდს გაცნობისა და შესწავლის შემდეგ შეიქმნა და მას 5-6 წელიწადს მოდერნიაცია არ დასჭირდება.
"ვებგვერდი ორენოვანია - ქართული და ინგლისური და იგი ოპერატიულობის თვალსაზრისითაც გამორჩეული იქნება. მასში ძალიან ბევრი საინტერესო ბმულია თავმოყრილი. რაც შეეხება, ვიდეო- და ფოტოარქივებს, მათ გამდიდრებაზე მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ", - განაცხადა გეგელიამ.