დღეს მოსკოვში +37-+39 გრადუს რემპერატურას ელოდებიან. ქალაქი კვლავ კვამლშია გახვეული. მოსკოვში ამ დღეებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიკვდილიანობა 2,5 ჯერ გაიზარდა. "ნოვაია გაზეთას" ინფორმაციით, მოსკოვში ყოველდღიურად 200 ადამიანი კვდება.
ქალაქში კვლავ სამხეთ აღმოსავლეთის ქარი ქრის, რომელიც მოსკოვის მეტეორბიუროს ინფორმაციით, გაართულებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და მხედველობა ქალაქში 100 მეტრამდე დაეცემა.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს, მიმდინარე თვეში, მეშვიდედ დაფიქსირდება ტემპერატურის რეკორდი.
წინასწარი პროგნოზის მიხედვით არსებული ვითარება რამოდენიმე დღე კიდევ შენარჩუნდება.
კვირის შუადღეებში სინოპტიკოსები წვიმას ელიან, რომელიც მეტნაკლებად გააიმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
გუშინ კვამლმა ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგამდეც კი მიაღწია.
შაბათ-კვირას ჰაერში მავნე ნივთიერებება 6 ჯერ გადააჭარბა დასაშვებ ნორმას.