ხვალ, 9 აგვისტოს, აშშ-ის მიერ იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 65 წელი შესრულდება.
1945 წლის 9 აგვისტოს აშშ-მ 5-ტონიანი ბომბი, სახელად "მსუქანი კაცი" ("Fat Man") ჩამოაგდო ნაგასაკიზე, რის შედეგადადაც 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებამ იმსხვერპლა. მანამდე, 6 აგვისტოს, ბირთვული ბომბი, სახელად "პატარა ბიჭი" ("Little Boy "), ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიისწრაფის, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე იყოს, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ხიროსიმას ატომური დამომბვის 65 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს პირველად იაპონიაში აშშ-ის ელჩი მონაწილეობას მიიღებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ-ის ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს.
ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ბომბმა რამაც 12 კვადრატულ კილომეტრზე დაანგრია და ფერფლად აქცია შენობებისა და ნაგებობების 60 %-ზე მეტი. ატომური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 240 ათასი ადამიანი, დაშავდა 163 ათასი. გადარჩენილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაავადდა ლეიკემიით, პლასტიკური ანემიითა და სხვადასხვა სახის დავაადებით. დღეისთვისც ქალაქში კიბოთი დავადებულთა რაოდენობა 10-ჯერ აღემატება მთლიანად იაპონიაში დავადებულთა რაოდენობას.
ნაგასაკიში 5-ტონიანი ბომბის ჩამოგდების შედეგად კი 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებამ იმსხვერპლა.
თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება, რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები, რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ, ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაგასაკიში _ 74 000. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე, ვინც დაიღუპებოდა, ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ, აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობა იყო.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა კაცობიობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა.