აფხაზეთში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუდაუთის სამხედრო ბაზა მონახულა და იქ მყოფი რუსული საოკუპაციო არმიის ნაწილები დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს აფხაზეთში ნორმალური სამსახურის პირობები ჰქონდეთ.
მისი თქმით, ამჟამად სრულდება ახალი ყაზარმების, ახალი საცხოვრებელი სახლებისა და საერთო საცხოვრებლების მშენებლობა.
"თუკი საცხოვრებლად ნორმალური პირობები იქნება, დარწმუნებული ვარ, დასახული ამოცანებიც შესრულებული იქნება", _ განაცხადა მედვედევმა გუდაუთაში.
"დღეისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდგარი რუსული საოკუპაციო ნაწილები არ აძლევენ საშუალებას გარკვეულ ექსტრემისტულ ძალებს, ვინმეს თავს მოახვიონ თავიანთი მიდგომები, თესონ ღვარძლი და მტრობა და დაღვარონ სისხლი", _ განაცხადა მედვედევმა და რუს ოკუპანტებს "გამძლეობა" უსურვა.