რუსეთის ფედერაცია დღეისათვის განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოსათვის იარაღის მიწოდებას. ეს განცხადება ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ საქართველოსათვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ და მოვითხოვთ, რომ სამხედრო ტექნიკა რომელიც შესაძლოა საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს საქართველოში არ შევიდეს", _ აცხადებს როგოზინი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "დასავლეთმა კარგად იცის, რომ ჩვენ მათ საშველს არ მივცემთ და ამიტომაც ისინი გამუდმებით რაღაც ხერხებს მიმართავენ იმისათვის, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა მიაწოდონ".
როგოზინი ასევე აცხადებს, რომ ნატოს წევრი-სახელმწიფოები ასევე აქტიურად ცდილობენ ხელი შეუწყონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციას.