საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭავჭავაძის უნივერსიტეტში შეხვედრისას კითხვაზე: გრძელდება თუ არა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტების დაფინანსებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებიდან მოწვევას, სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს საფუძველს მოკლებული არაა.
"დღეს ეს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. წელს პრაქტიკულად ყველა, ვინც მოხვდა მსოფლიო უნივერსიტეტებში, დავაფინანსთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამდენიმე მილიონი დავხარჯეთ და ბოლო თეთრები გავიღეთ იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები გაგვეშვა. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება", _ განაცხადა სააკაშვილმა.