განმუხურში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა. როგორც გახსნის ცერმონიალზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, განუხური არის საქართველოს სიმბოლო.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღდგენილი, გალამაზებული და უფრო თანამედროვე განმუხური არის ყველაზე კარგი პასუხი საქართველოს მტრებისა და არაკეთილმოსურნეებისთვის.
"ეს არის სიმბოლური. ალბათ ყველას გახოვთ უმძიმესი კადრები, როგორ იყო ცეცხლის ალში გახვეული აქაურობა. როგორ იწვოდა ის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც აქ იყო და პირველი სამიზნე გახდა შემოსული ოკუპანტებისთვის. იმ ცეცხლის ალიდან, იმ ფერფლიდან დღეს განუხური გადაიქცა იმათ, რაც არის. ეს არის საქართველოს სიმბოლო", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ "თავისუფლების ბულვარი" იქნება სიმბლური გზა, რომლითაც "ყველა ერთად დავიბრუნებთ აფხაზეთს აფხაზებთან ერთად. დავიბრუნებთ ცხინვალს ოსებთან ერთად".
"ჩემს უკან არის კედელი, რომელიც ჩვენ ყველას გვაშორებს ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბულვარი, რომელზეც ჩვენ დღეს ვდეგვართ ყველა ერთად არის თავისუფლების ბულვარი. ის ატარებს თავისუფლების სახელს. თავისუფლება, თავისუფლების ბულვარი წყდება საოკუპაციო კედელთან. ამ კედლის იქით თავისუფლება აღარ არის. ეს კედელი ყოფს ერმანეთისგან თავისუფლებასა და ოკუპაციას. ყოფს ერთმანეთისგან ღირსებას და უღირსობას. სამართალს და უსამართლობას. მაგრამ ეს კედელი არ არის ამ ბულვარის დადასრული. ეს კედელი არის მხოლოდ დროებითი წყვეტა. ეს ბულვარი აუცილებლად გაგრძლედება კედლის მეორე მხარეს. გაგრძელდება აფხაზეთში და ეს ბულვარი იქნება სიმბლური გზა, რომლითაც ყველა ერთად დავიბრუნებთ აფხაზეთს აფხაზებთან ერთად. დავიბრუნებთ ცხინვალს ოსებთან ერთად. იმიტომ, რტომ ჩვენ ერთმანეთში გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთან საუბარი. შეგვიძლია ერთმანეთის გაგება და ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ ღირსეული მოქალაქეები, ღირსეული და თავისუფალი ქვეყნის, ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოსო, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს, ცხოვრობს ღირსეულად, მშვიდობით და თანხმობით. ასეთი ცხოვრება გვინდა მათთან ერთად და ამას აუცილებად მივაღწევთ", _ განაცხადა ბაქრაძემ.